უდიდესი დანაკლისი | როდრიგო დე პაული ნიდერლანდებთან არ იქნება? » სპორტის ხაზი

უდიდესი დანაკლისი | როდრიგო დე პაული ნიდერლანდებთან არ იქნება?

უდიდესი დანაკლისი | როდრიგო დე პაული ნიდერლანდებთან არ იქნება?
8-12-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რაც არგენტინის გულშემატკივრებს ძალიან არ ესიამოვნებათ. საქმე ისაა, რომ როდრიგო დე პაული, რომელიც სამხრეთ ამერიკელების შეუცლელი და ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია, შესაძლოა, რომ ნიდერლანდებთან გასამართ 1/4 ფინალურ შეხვედრაში ვერ ვნახოთ.

როგორც არგენტინელი ჟურნალისტი, ვერონიკა ბრუნატი წერს, მადრიდის ატლეტიკოს ნახევარმცველს კუნთის პრობლემა აწუხებს, რის გამოც ლიონელ სკალონიმ მის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყო. ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ დე პაულის ჩანაცვლებას "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელი ლეანდრო პარედესითა ან ენცო ფერნანდესით მოიაზრებს.

ცნობისთვის, არგენტინისა და ნიდერლანდების შეხვედრა ხვალ, 9 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება და ცხადია, სამხრეთ ამერიკელები იმედოვნებენ, რომ მათი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრი სრულ მზადყოფნაში იქნება. სხვა მხრივ, არგენტინის ნახევარდაცვის რგოლს მართლაც უდიდესი ძალა დააკლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი