რას წერენ იტალიელი ქომაგები კვარაცხელიაზე მილანთან მატჩის შემდეგ? » სპორტის ხაზი

რას წერენ იტალიელი ქომაგები კვარაცხელიაზე მილანთან მატჩის შემდეგ?

რას წერენ იტალიელი ქომაგები კვარაცხელიაზე მილანთან მატჩის შემდეგ?
19-09-2022, 01:34
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურის შეხვედრაში, ნაპოლი სან სიროზე მილანს ესტუმრა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა.

შეხვედრის 54-ე წუთზე, კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა და ნაპოლის მორიგი პენალტი მოუპოვა, რომელიც პოლიტანომ გოლად აქცია.

გთავაზობთ კომენტარებს, რომლებიც უცხოელმა გულშემატკივრებმა მატჩის შემდეგ ქართველ მოთამაშეზე დაწერეს:

"ეს ბიჭი მომავალი ოქროს ბურთის მფლობელია."

"კვარაცხელია - ამ ბიჭზე მხოლოდ ერთი ზედსართავი მახსენდება - არაჩვეულებრივი."

"უცნაურია - კვარაცხელიამ კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მაინც გადამწყვეტი როლი შეასრულა დღევანდელ მატჩში."

"კალაბრია ჯიბეში ჩაისვა."

"კვარაცხელია დღეს ნორმალური იყო, არა ისეთი, როგორსაც მივეჩვიეთ, თუმცა ეს მაინც საკმარისი აღმოჩნდა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი