"მამარდაშვილი ახლა კარიერის პიკშია" | Eldesmarque ქართველზე წერს » სპორტის ხაზი

"მამარდაშვილი ახლა კარიერის პიკშია" | Eldesmarque ქართველზე წერს

"მამარდაშვილი ახლა კარიერის პიკშია" | Eldesmarque ქართველზე წერს
7-12-2022, 23:45
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა ესპანურმა გამოცემამ, კერძოდ Eldesmarque-მ რამდენიმე საათის წინ, სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურიც შემდეგნაირია: "გიორგი - ლა ლიგისა და გატუზოს ლიდერი". აი, რას წერენ ესპანელები:

"ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში განვითარებასა და პროგრესს განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილს გასულ სეზონში ჩავარდნები და შესაბამისად, მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ბოლოსკენ გიორგიმ სიტუაცია რადიკალურად გამოასწორა და ვალენსიას ძირითად გუნდში თავიც დაიმკვიდრა, რასაც მისდამი იტალიელი სპეციალისტის, ჯენარო გატუზოს ნდობა ადასტურებს."

"გიორგი მამარდაშვილი ჯენარო გატუზოსთვის ახლა ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია. ქართველი იმდენად კარგად გამოიყურება, რომ იუვენტუსის მსგავსი დიდი კლუბიც კი დააინტერესა. ცხადია, დამაჯერებელი თამაშის ფონზე, ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულებაც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება. გიორგი მამარდაშვილი ხელით ბრწიყნვალედ ირჯება, რასაც გატუზო ხედავს და აფასებს."

ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრას ვალენსია 31 დეკემბერს ვილიარეალის წინააღმდეგ 19:15-ზე გამართავს. იქამდე კი, ესპანური კლუბი ამხანაგურ შეხვედრებს კლერმონთან, ნოტინგემთან და ალკმაართან ითამაშებს. ჩამოთვლილი გუნდებიდან ვალენსია პირველად ფრანგულ კლუბს შეხვედება, შეხვედრა 9 დეკემბრის 17:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი