სამაგალითო საქციელი | რეალი უკრაინის მომარაგებას აპირებს » სპორტის ხაზი

სამაგალითო საქციელი | რეალი უკრაინის მომარაგებას აპირებს

სამაგალითო საქციელი | რეალი უკრაინის მომარაგებას აპირებს
7-12-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

უკვე მერამდენე თვეა, რაც უკრაინა თავისი ტერიტორიების დასაცავად ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის, რუსეთის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, მადრიდის რეალმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

აღნიშნულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინელი ხალხისთვის ელექტროენერგიის, შესაბამისად, შუქისა და გათბობის მისაწოდებლად მადრიდის რეალმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის მთავრობას, დაახლოებით 20 გენერატორი გაუგზავნოს.

გარდა ამისა, საუბარია ფულად დახამრებაზეც, რაც უკრაინასა და მის მოსახლეობას ახლა ნამდვილად გამოადგება. ახლა საინტერესო ისაა, გამოჩნდებიან თუ არა სხვა წამყვანი კლუბები და გააკეთებენ თუ არა ანალოგიურს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი