"ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი" - მამარდაშვილი "ვალენსიას" ემოციური წერილით ემშვიდობება » სპორტის ხაზი

"ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი" - მამარდაშვილი "ვალენსიას" ემოციური წერილით ემშვიდობება

"ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი" - მამარდაშვილი "ვალენსიას" ემოციური წერილით ემშვიდობება
დღეს, 01:06
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასა" და გულშემატკივარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური წერილით ემშვიდობება.

"არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.

დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.

დღეს დროა დაგემშვიდობოთ.

მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა.
ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე.

იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია.

AMUNT VALENCIA!"


- წერს ქართველი კარის დარაჯი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი