"ისტორია დაიწერა"- მაროკოს მთავარი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ისტორია დაიწერა"- მაროკოს მთავარი მწვრთნელი

"ისტორია დაიწერა"- მაროკოს მთავარი მწვრთნელი
7-12-2022, 14:07
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ მერვედფინალურ მატჩში ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირა, მაროკომ ესპანეთი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. მათ "ფურია როხა" თერთმეტმეტრიანთა სერიაში დაჩაგრეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. შეხვედრის დასრულების შემდგომ ვალიდ რეგრაგიმ მედიასთან ისაუბრა:

"ვიბრძოლეთ და მაროკოს გულშემატკივრები გავახარეთ. ჩვენ ისტორია დავწერეთ, მაროკო ამას იმსახურებდა. ჩვენმა თანამემამულეებმა მოედანზე გაგვაერთიანეს. არაბულ და აფრიკულ ფეხბურთს პატივს ვცემთ.

ვიცოდით, რომ ესპანეთი ბურთის ფლობაზე იქნებოდა ორიენტირებული და ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, შესაბამისად ვითამაშეთ. "ფურია როხამ" ვერანაირი ხიფათი ვერ შეგვიქმნა."

მაროკო მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი