რონალდუმ არაბეთში გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა » სპორტის ხაზი

რონალდუმ არაბეთში გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა

რონალდუმ არაბეთში გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა
7-12-2022, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე დღეა სპორტული საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, რომ კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში, "ალ ნასირში" სოლიდური ხელფასის სანაცვლოდ გადადის.

მას შემდეგ რაც პორტუგალიამ შვეიცარიას 6:1 სძლია, მატჩის შემდგომ ჟურნალისტებმა კრიშტიანუს ჰკითხეს, თუ რამდენად მართალი იყო მისი საუდის არაბულ კლუბთან დაკავშირება.

"არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მართალი არაა"- განაცხადა პორტუგალიელმა ლეგენდამ.

რონალდუ და მისი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში მაროკოს დაუპირისპირდებიან, მათ გზაზე ესპანელები ჩამოიტოვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი