ბარსელონას სპორტული დირექტორი დეკუ გუნდის ქომაგებს ამშვიდებს ლამინ იამალის მომავალთან დაკავშირებით და ამბობს, რომ კონტრაქტი აუცილებლად განახლდება.
სანერვიულო საერთოდ არაფერია. იამალი აქაურია და წასვლა რატომ უნდა უნდოდეს? მის ადგილას არსად არ წავიდოდი. ამ თაობას შანსი აქვს, რომ ისტორია დაწეროს. მას ჩვენთან კონტრაქტი აქვს, რომელიც აუცილებლად განახლდება.
- ამბობს დეკუ.
დეკუს სიტყვების დასტურად იამალსაც არაერთხელ უთქვამს, რომ ბარსელონა მისი ცხოვრების კლუბია და არსად წასვლას არ აპირებს.