ბექა ბურჯანაძის კარგი თამაში – ლეიმა კორუნამ ბარსელონა დაამარცხა » სპორტის ხაზი

ბექა ბურჯანაძის კარგი თამაში – ლეიმა კორუნამ ბარსელონა დაამარცხა

ბექა ბურჯანაძის კარგი თამაში – ლეიმა კორუნამ ბარსელონა დაამარცხა
10-05-2025, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნამ" ლიგა ენდესას 30-ე ტურში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და კატალონიური "ბარსელონა" ანგარიშით 93:92 დაამარცხა. დაძაბული მატჩი მასპინძლების წარმატებით დასრულდა, რაც კლუბის ისტორიაში ბარსელონასთან პირველი გამარჯვებაა.

ბურჯანაძემ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 29 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მოაგროვა. მისი ინდივიდუალური შეფასება 7.9 იყო, რაც გუნდში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. ქართველმა ფორვარდმა ზუსტად ჩააგდო 4 ორქულიანი 5 ცდიდან, 1 სამქულიანი და 4 საჯარიმო სროლა 7-დან.

კორუნასთვის ეს მეშვიდე გამარჯვებაა სეზონში. უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად გუნდს დარჩენილი ოთხივე მატჩის მოგება სჭირდება. მომდევნო მეტოქეები ბილბაო, ანდორა, მურსია და ბასკონია იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი