საქართველოსთან წაგების გამო უელსის მწვრთნელი თანამდებობიდან დაითხოვეს | დეტალები » სპორტის ხაზი

საქართველოსთან წაგების გამო უელსის მწვრთნელი თანამდებობიდან დაითხოვეს | დეტალები

საქართველოსთან წაგების გამო უელსის მწვრთნელი თანამდებობიდან დაითხოვეს | დეტალები
5-12-2022, 20:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კარდიფში ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ადგილობრივი უელსი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 12:13 დაამარცხა.

ცხადია, 6 ერის მონაწილე უელსისთვის მსგავსი წაგება საგანგაშო აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, უელსის რაგბის კავშირმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი უეინ პივაკი თანამდებობიდან დაითხოვა.

აი, რა დაწერა BBC-მ ამ ყველაფრის შესახებ: "უეინ პივაკი უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს იმის გამო, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა შემოდგომის სერიის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო. რაც ყველაზე მთავარია, უელსელებისთვის ყველაზე მტკინვეული საქართველოსთან საშინაო მარცხი იყო."

გარდა ამისა, ინტერნეტში გავრცელდა უელსის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ფილიპსის კომენტარიც, რომელმაც თქვა, რომ მათ სხვაგვარად მოქცევის და პივაკის ნაკრებში დატოვების უფლება არ ჰქონდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი