იან სომერი პრემიერ ლიგის გრანდში გადადის? | დეტალები » სპორტის ხაზი

იან სომერი პრემიერ ლიგის გრანდში გადადის? | დეტალები

იან სომერი პრემიერ ლიგის გრანდში გადადის? | დეტალები
5-12-2022, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის და ზოგადად, ბოლო დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის, კერძოდ იან სომერის შესახებ, რომელიც ახლა გერმანულ მიუნხელგლადბახში თამაშობს საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც Bild-მა დაწერა, შვეიცარიელ მეკარეს ახალი გამოწვევების მიღება სურს, მას კი არაერთი მსურველი ჰყავს. ამავე წყაროს მიხედვით, მიუნხენგლადბახის მეკარეს მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებენ.

გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მანჩესტერელებს ახალი სასტარტო მეკარის მოძიება სურთ, რადარზე კი იან სომერი გამოკვეთილი ფავორიტია. აღსანიშნავია, რომ გარდა "წითელი ეშმაკებისა", შვეიცარიელი კარის დარაჯით მილანის ინტერიც ინტერესდება, რომელიც სამირ ჰანდანოვიჩის ჩამნაცვლებელს აქტიურად დაეძებს.

ცნობისთვის, იან სომერი და მისი შვეიცარიის ნაკრები მუნდიალის 1/8 ფინალს ხვალ, 6 დეკემბერს 23:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი