"ჩემთვის მთავარი ახლა სწორედ ეს არის" | კილიან მბაპე » სპორტის ხაზი

"ჩემთვის მთავარი ახლა სწორედ ეს არის" | კილიან მბაპე

"ჩემთვის მთავარი ახლა სწორედ ეს არის" | კილიან მბაპე
5-12-2022, 21:20
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, საფრანგეთის ნაკრებმა თავისი 1/8 ფინალური შეხვედრა პოლონეთის წინააღმდეგ გამართა, სადაც დეშამის გუნდმა მეტოქე 3-1 დაამარცხა და 1/4 ფინალში გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრებზე გავიდა.

ბოლო პერიოდში, საფრანგეთის ნაკრების ლიდერს, კილიან მბაპეს დასჩემდა, რომ ჟურნალისტებს თავი აარიდოს და კამერებს დაემალოს, რაც მისი და პსჟ-ს ამბების რეალური გადმონაშთია. მიუხედავად ამისა, პოლონეთთან ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელი მედიასთან გაჩერდა და მასთან იმაზე ისაუბრა, რაც მბაპესთვის ახლა ყველაზე მეტად ფასობს:

"ჟურნალისტების საქმიანობის წინააღმდეგი არ ვარ და არც რამე მაქვს თქვენთან დასამალი, უბრალოდ აქამდე იმიტომ არ მოვდიოდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალურად კონცენტრირებული დავრჩენილიყავი. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, რომ ენერგია მაქსიმალურად მუნდიალის გარშემო გამეერთიანებინა. სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვარგე მთელი ჩემი სეზონი, რათა ამ პერიოდში ფორმის პიკში ვყოფილიყავი, ეს ჩემი ფავორიტი და საოცნებო ტურნირია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუნდიალი მეორედაც მოვიგო." - კილიან მბაპე.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ინგლისის 1/4 ფინალური დაპირისპირება 10 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი