"ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში განსხვავების შექმნა შეუძლია" | ანჩელოტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში განსხვავების შექმნა შეუძლია" | ანჩელოტი

"ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში განსხვავების შექმნა შეუძლია" | ანჩელოტი
5-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

დავიდე ანჩელოტიმ, რომელიც მადრიდის რეალის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ნაპოლის ამჟამინდელ შედეგებსა და მისი ერთ-ერთი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს ყველაფერი აქვს, რათა უდიდესი მოთამაშე გახდეს:

"როგორც აღმოჩნდა, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან საინტერესო მოთამაშეა, რასაც ის ადასტურებს, რომ ყველა მასზე საუბრობს. ცხადია, ფეხბურთის გულშემატკივრებს ხვიჩას სტილი მოსწონთ, რადგან მას თამაშში განსხვავების შექმნა შეუძლია, რასაც თავისი სისწრაფითა და ტექნიკით ახორციელებს. ჩემი აზრით, კვარაცხელიას ყველა შესაბამისი თვისება გააჩნია საიმისოდ, რომ უდიდესი ფეხბურთელი გახდეს."

დავიდე ანჩელოტიმ იტალიურ მედიასთან ნაპოლიზეც ისაუბრა - მოგეხსენებათ, 2018/2019 წლებში დავიდე და კარლო ანჩელოტები სწორედ ნეაპოლურ კლუბში მუშაობდნენ, შესაბამისად, ნაპოლის ამჟამინდელი შედეგები მათთვის უმნიშვნელო სულაც არაა:

"ცოტა რთულია, რომ აქედანვე განჭვრიტო რა იქნება ნაპოლისთვის სეზონის ბოლოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის უპირატესობა, რომელიც მათ წლის დასაწყისში იტალიის ჩემპიონატში მოიპოვეს, რა თქმა უნდა, მათი გაჩემპიონების შანსებს ზრდის. უახლოეს მდევართან 8 ქულიანი ჰანდიკაპი ის მონაპოვარია, რომელიც ნაპოლის რამდენიმე ფეხის დაცდენის შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ ნაპოლის აინტრახტის სახით საკმაოდ ძლიერი და დინამიკური ფეხბურთის მიმდევარი მეტოქე ჰყავს, ამიტომ მათი დამარცხება იოლი არ იქნება. ჩვენ, მადრიდის რეალთან ერთად, მათ სუპერ თასის ფინალში შევხვდით, სადაც აინტრახტმა შეკრული და ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ, მათ თამაშში მაღალი ტემპი იქნება, ბურთი სწრაფად იმოძრავებს, რასაც ნაპოლი გაუმკლავდება." - დავიდე ანჩელოტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი