ცნობილია - რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ ნორვეგიელი მებრძოლის დამარცხების შედეგად » სპორტის ხაზი

ცნობილია - რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ ნორვეგიელი მებრძოლის დამარცხების შედეგად

ცნობილია - რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ ნორვეგიელი მებრძოლის დამარცხების შედეგად
5-12-2022, 16:47
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მე-7 ბრძოლა საშუალო წონის რეიტინგის მე-8 ადგილოსან ჯეკ ჰერმანსონთან გამართა და მეტოქე მეორე რაუნდში ბრწყინვალედ დააფინიშა.

ჩხუბი პირველ რაუნდში თანაბარი იყო, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ აქტიურობის ხარჯზე მცირე უპირატესობა ნორვეგიელ მებრძოლს ჰქონდა. მეორე რაუნდში ჰერმანსონმა დოლიძე პარტერში გადაიყვანა, რამაც შეგვიძლია ვთქვათ მატჩის ბედი გადაწყვიტა. დოლიძემ მეტოქე ჯერ ქალფ სლაისერით დაიჭირა, რასაც ჯეკი არ დანებდა, თუმცა მძიმე დარტყმების შემდეგ მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა.

ქართველი მებრძოლისთვის ეს UFC-ში მოპოვებული ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. ამ გამარჯვებით კი მომავალ კვირას ქართველი საშუალო წონის დივიზიონის რეიტინგის ტოპ 10-ს წევრი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ რომან დოლიძემ ბრძოლაში მონაწილეობისთვის და გამარჯვებისთვის ჯამში 100,000 დოლარი გამოიმუშავა, დამატებით 5 ათასი დოლარი კი სპონსორებისგან ერგო.

გარდა ამისა, "Performance of the night"-ის წოდებაც რომანის ბრძოლას ერგო და ქართველმა მებრძოლმა დამატებით 50 ათასი დოლარი მიიღო, ჯამში, დოლიძის შემოსავალმა 155,00 დოლარს მიაღწია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი