ანდრონიკაშვილმა "მურსიაში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა » სპორტის ხაზი

ანდრონიკაშვილმა "მურსიაში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

ანდრონიკაშვილმა "მურსიაში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
5-12-2022, 00:07
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 21 წლის მოთამაშემ, რატი ანდრონიკაშვილმა ესპანური ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ანდრონიკაშვილმა მცირე ხნის წინ კონტრაქტი "მურსიასთან" გააფორმა და როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი მატჩი დღეს "ბასკონიასთან" გამართა.

"მურსიამ" გასვლაზე დიდი ანგარიშით (73:102) წააგო, რატი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:01 წუთში 2 ქულა და 4 პასი მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა აიღო.

ამავე შეხვედრაში მურსიას 5 ქულა შესძინა საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა, ამერიკელმა თად მაკფადენმა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და 18:59 წუთში 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

"მურსიას" 4 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატში მე-13 ადგილს იკავებს.მომდევნო მატჩს კი 10 დეკემბერს "ბეტისთან" ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი