კარლო ანჩელოტიმ სერია A-ს ვარსკვლავს თვალი დაადგა | დეტალები » სპორტის ხაზი

კარლო ანჩელოტიმ სერია A-ს ვარსკვლავს თვალი დაადგა | დეტალები

კარლო ანჩელოტიმ სერია A-ს ვარსკვლავს თვალი დაადგა | დეტალები
4-12-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს, რისთვისაც ესპანელები სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. როგორც დაიწერა, მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ითხოვს, რომ რეალმა რაფაელ ლეაუ დაიმატოს.

ამავე წყაროს ცნობით, კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს პორტუგალიელი ფეხბურთელის ტექნიკური მონაცემები, მისი მრავალფეროვანი თვისებები სისწრაფისა და სიმარტივის სახით. სხვათაშორის, მადრიდის რეალის სამიზნე Transfermarkt-ზე იტალიის სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედაა დარეგისტრირებული - 85 მილიონი ევრო.

ცნობისთვის, რაფაელ ლეუს ამჟამინდელი კონტრაქტი მილანთან 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ცხადია, მილანურ კლუბს მისი გუნდში დიდი ხნით დატოვება სურს, მაგრამ არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ პორტუგალიელმა კარიერის გაგრძელება სხვა კლუბში გადაწყვიტოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი