არც რეალი და არც ბრაზილიის ნაკრები - კლოპმა ჭორები უარყო » სპორტის ხაზი

არც რეალი და არც ბრაზილიის ნაკრები - კლოპმა ჭორები უარყო

არც რეალი და არც ბრაზილიის ნაკრები - კლოპმა ჭორები უარყო
18-04-2025, 21:09
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულის ყოფილი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ამჟამად არცერთ კლუბში არ მუშაობს და რედ ბულში საფეხბურთო მიმართულების სახელმძღვანელო პოსტი უჭირავს.

მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ იურგენ კლოპი ახალი სეზონიდან ბრაზილიის ნაკრებში ან მადრიდის რეალში დაინიშნებოდა მთავარ მწვრთნელად, თუმცა გერმანელი სპეციალისტის აგენტმა ყველა ჭორი უარყო.

მარკ კოსიცკემ Sky-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლოპს ამჟამინდელი საქმიანობა მოსწონს და ფაქტი, რომ იურგენს ახლანდელი თანამდებობა არ აკმაყოფილებს, სრულებით სიცრუეს შეესაბამება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი