"ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის"- პელემ პოსტი გამოაქვეყნა » სპორტის ხაზი

"ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის"- პელემ პოსტი გამოაქვეყნა

"ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის"- პელემ პოსტი გამოაქვეყნა
4-12-2022, 11:46
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ პელეს მდგომარეობა დამძიმდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა გასული წლის სექტემბერში სიმსივნის ოპერაცია ჩაიტარა და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. სამწუხაროდ, ვერაგმა დაავადებამ კვლავ იჩინა თავი, პელეს მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. ბრაზილიელმა სოც.ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს მიმართა:

"ჩემო მეგობრებო, მინდა, ყველამ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და პოზიტიურობა. ძლიერი და იმედით სავსე ვარ, მკურნალობის კურსს მივყვები. მინდა, მადლობა გადავუხადო მთელ სამედიცინო პერსონალს იმ დახმარებისათვის, რაც მივიღე. ღმერთის ძალიან მწამს და ყოველი სიყვარულის მესიჯი, რომელსაც თქვენგან ვიღებ, ენერგიით მავსებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის მატჩებს უყურეთ! დიდი მადლობა ყველაფრისთვის."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი