"ლივერპულს ნაპოლიდან ეს ფეხბურთელი სურს" | რას წერს GOAL? » სპორტის ხაზი

"ლივერპულს ნაპოლიდან ეს ფეხბურთელი სურს" | რას წერს GOAL?

"ლივერპულს ნაპოლიდან ეს ფეხბურთელი სურს" | რას წერს GOAL?
3-12-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ბრიტანული მედია, კერძოდ GOAL წერს, ლივერპულს ნაპოლის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, პიოტრ ჟიელინსკის წაყვანა სურს. ამ ყველაფრის შესახებ აღნიშნული გამოცემა ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ცნობისთვის, მერსესაიდული კლუბი პოლონელი ფეხბურთელის გადაბირებას ჯერ კიდევ 2016 წელს ცდილობდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი ჩაიშალა. როგორც ჩანს, კლოპის გუნდმა ძველი მიზნები კვლავ გააქტიურა და ლივერპულელები პიოტრის წაყვანას 2022 წელსაც ეცდებიან.

საგულისხმოა, რომ ჟიელინსკის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა, რაც, ცხადია, რომ ინგლისური კლუბებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ყველა ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ლივერპულს პრობლემები ნახევარდაცვის რგოლში ნამდვილად აქვს, ამიტომ ლოგიკურია, რომ კლოპი ცენტრის მოძლიერებაზე ზრუნავს.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ ჟიელინსკი და მისი პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში არიან, სადაც ისინი საფრანგეთს დაუპირისპირდებიან. ცნობისთის, ეს შეხვედრა ხვალ, 4 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და 1tv.ge-ზე იხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი