თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია » სპორტის ხაზი

თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია

თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია
3-12-2022, 16:32
Aa Aa
გაზიარება:

დღეს თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში მეცხრამეტედ იზეიმა. დედაქალაქურმა კლუბმა წლევანდელი სეზონის ბოლო ტურში "გაგრას" სძლია და პირველი ადგილი გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისელები სეზონის უმეტესი ნაწილის მანძილზე მეორე ადგილზე იმყოფებოდნენ. ცხრილს ბათუმის "დინამო" სოლიდური უპირატესობით ლიდერობდა. ჭიაბრიშვილის შეგირდებმა შავიზღვისპირელთა ჩავარდნით ისარგებლეს. მათ საკმაოდ ხანგრძლივი წაუგებელი სერიაც ჰქონდათ. შრომამ შედეგი არ დააყოვნა და "დინამო" ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის საბოლოო ცხრილში ბათუმის "დინამომ" მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მესამეადგილოსან კლუბს, მისი ვინაობა ამ წუთებში გორის "დილასა" და წყალტუბოს "სამგურალს" შორის ირკვევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი