"ანდრონიკაშვილი ისაა, ვინც გვჭირდებოდა" | მურსიას მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ანდრონიკაშვილი ისაა, ვინც გვჭირდებოდა" | მურსიას მწვრთნელი

"ანდრონიკაშვილი ისაა, ვინც გვჭირდებოდა" | მურსიას მწვრთნელი
2-12-2022, 23:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების უნიჭიერესი კალათბურთელი, რატი ანდრონიკაშვილი ესპანეთში, კერძოდ მურსიაში სულ რამდენიმე ხნის წინ გადაბარგდა, ახლა კი ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბის, ბასკონიას წინააღმდეგ დებიუტის ჩასატარებლად ემზადება. ცნობისთვის, მურსიაში ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი წევრი, თად მაკფადენი თამაშობს.

აი, რა თქვა მურსიას მთავარმა მწვრთნელმა, სიტი ალონსომ რატი ანდრონიკაშვილზე: “რატი ანდრონიკაშვილი ისაა, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ვეძებდით. სასიხარულოა, რომ მას ჩვენთან თამაშის დიდი სურვილი თავადვე ჰქონდა. გარდა ამისა, ტრანსფერის ღირებულება მურსიას ფინანსურ მოცემულობას იდეალურად მოერგო. ანდრონიკაშვილი ადეკვატურად აანალიზებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მისი დაცვითი შესაძლებლობები და თვისებები, რაც მისი მთავარი ღირსებაა. რატი ვარჯიშებზე ძალიან მოწადინებული, მიზანდასახული, მონდომებული და აქტიურია”.

ცნობისთვის, ბასკონიასა და მურსიას შეხვედრა კვირას, 4 დეკემბერს არის ჩანიშნული და დიდი ალბათობით, ქართველი სპორტსმენი ესპანური კლუბის მაისურით პირველად სწორედ ამ თამაშში გავა პარკეტზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი