გვარდიოლი "რეალში" თამაშის სურვილს არ მალავს » სპორტის ხაზი

გვარდიოლი "რეალში" თამაშის სურვილს არ მალავს

გვარდიოლი "რეალში" თამაშის სურვილს არ მალავს
2-12-2022, 21:29
Aa Aa
გაზიარება:

იოსკო გვარდიოლიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, მადრიდის "რეალში" დიდი სიამოვნებით ითამაშებდა. იგი ამ ეტაპზე "ლაიფციგის" ღირსებას იცავს. ხორვატს ევროპის სხვა კლუბებიც ეპატიჟებიან.

"მოდრიჩის ნათქვამის გარეშეც ვიცოდი, თუ რა დონის კლუბია "რეალი." ვიცი, რომ ეს მსოფლიოში უდიდესი კლუბია და დიდი პატივია, როცა ასეთ გუნდთან მაკავშირებენ"- განაცხადა ხორვატმა.

ახალგაზრდა მცველი ხორვატიის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი შეუცვლელი წევრია. 20 წლის ფეხბურთელი "ლაიფციგის" ღირსებას მეორე სეზონია იცავს. გვარდიოლის ანგარიშზე 66 შეხვედრაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი