"კვარაცხელიაში განსაკუთრებით ეს თვისებები მომწონს" | ალესიო ტაკინარდი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიაში განსაკუთრებით ეს თვისებები მომწონს" | ალესიო ტაკინარდი

"კვარაცხელიაში განსაკუთრებით ეს თვისებები მომწონს" | ალესიო ტაკინარდი
2-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

სკუადრა აძურას და ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესიო ტაკინარდიმ, რომელიც ამჟამად სერია C-ში მოასპარეზე ლეკოს მთავარი მწვრთნელი გახლავთ, ნაპოლიზე საუბრისას აზრი ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გამოთქვა:

"სანამ ფეხბურთელის სათამაშო ღირსებებს შევნიშნავდე, მოედანზე ჯერ მის ქცევას ვაკვირდები. ხვიჩა კვარაცხელია არაჩვეულებრივ თავმდაბლობას ავლენს, ასევე - მიზანსწრაფულობას. მხოლოდ ამ თვისებებით შეიძლება გახდეთ ლიდერი. ვულოცავ მათ, ვინც მისი ირწმუნა და ვინც მასზე არჩევანი შეაჩერა", - თქვა ტაკინარდიმ Radio CRC-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქართველი ფეხბურთელი ნაპოლისთან ერთად ქალაქ ანტალიაში იმყოფება, სადაც ლუჩანო სპალეტის გუნდი სამ ამხანაგურ შეხვედრას ანთალიასპორის, კრისტალ პალასისა და ფულემის წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი