"სასტვენის გაგებისას თავი სიზმარში მეგონა" | ლუკა მატკავა უელსთან გატანილ საჯარიმოზე » სპორტის ხაზი

"სასტვენის გაგებისას თავი სიზმარში მეგონა" | ლუკა მატკავა უელსთან გატანილ საჯარიმოზე

"სასტვენის გაგებისას თავი სიზმარში მეგონა" | ლუკა მატკავა უელსთან გატანილ საჯარიმოზე
2-12-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

ბორჯღალოსნების 9 ნომერმა, ლუკა მატკავამ ნოემბრის ტესტ-მატჩების დროს, ქართული რაგბის ისტორიაში შეუფასებელი საჯარიმო დარტყმა შემოგვთავაზა. სწორედ ლუკა მატკავა იყო ის მორაგბე, რომელმაც საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ჯარიმა გაიტანა და კარდიფში უელსთან ჩვენს ქვეყანას მოაგებინა.

აი, როგორ იხსენებს აღნიშნულ მომენტს ქართველი მორაგბე: "საჯარიმოს შესრულების ეპიზოდში, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ბურთი ძელებს შუა უნდა გამეტარებინა. ამასთან, ერთი წამითაც კი არ დამიშვია, რომ აცდენის შანსი არსებობდა. შეიძლება, ეს ფაქტორიც დამეხმარა, რათა წნეხს გავმკლავებოდი. რომ გავიტანე, ემოციები ვერ გამოვხატე. თავი სიზმარში მეგონა. რაც მოხდა, მხოლოდ მას შემდეგ გავიაზრე, რაც მსაჯის საფინალო სასტვენის გავიგე." - ლუკა მატკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ აღნიშნული შეხვედრა 12:13 მოიგო, რაც ჩვენი სარაგბო ისტორიის საუკეთესო ნაწილად იქცა, რადგან იქამდე უელსთან ნათამაშები სამჯერ გვქონდა, თუმცა არცერთი მოგება არ ეწერა ჩვენს ანგარიშზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი