ოფიციალურად | დატოვებს თუ არა ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებს? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | დატოვებს თუ არა ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებს?

ოფიციალურად | დატოვებს თუ არა ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებს?
2-12-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ყველასათვის მოულოდნელად ჰანსი ფლიკის გერმანიის ნაკრები მუნდიალის ჯგუფში ჩარჩა, რამაც, ცხადია, გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. ბევრი მათგანი ამბობდა, რომ ფლიკს ასეთი სირცხვილის შემდეგ, ნაკრები თავად უნდა დაეტოვებინა, რაშიც ლოგიკა, რა თქმა უნდა, არსებობს და ეს მოთხოვნაც სამართლიანია.

აი, რა თქვა ჰანსი ფლიკმა თავის სამოვავლო კარიერასთან დაკავშირებით: "ჩვენ ესპანელების მარცხის გამო ჩავრჩით, თუმცა ლუის ენრიკეს და მის გუნდს საერთოდ არაფერში არ ვადანაშაულებ, რადგან ჩვენი შესაძლებლობები ჩვენთვითონვე უნდა გამოგვეყენებინა როგორც ესპანეთთან, ისე იაპონიასთანაც. აზიელებთან თამაშისას ყველაზე ცუდად ჩვენზე გადამწყვეტი 20 წუთი აისახა, რა დროსაც 2 ბურთ მივიღეთ. გარდა ამისა, საგოლე რეალიზაციაშიც უკეთ თამაში გვმართებდა. ჩვენ, გუნდი კარგად მოვამზადეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ ყოფილა. გერმანიას მშვენიერი გუნდი და თაობა ჰყავს, მათთან მუშაობა მომწონს და წასვლას არ ვგეგმავ, თუმცა ამას ბოლომდე მე არ ვწყვეტ." - ჰანსი ფლიკი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები 2018 წლის ჩემპიონატზეც ჯგუფში ჩარჩა, ახლა კი იგივე გაიმეორა. რასაკვირველია, მსგავსი ანტირეკორდი გერმანაის აქამდე არასდროს ჰქონია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი