VIDEO: ფლეიოფში გასვლას მთელი ავსტრალია ერთად ზეიმობს » სპორტის ხაზი

VIDEO: ფლეიოფში გასვლას მთელი ავსტრალია ერთად ზეიმობს

VIDEO: ფლეიოფში გასვლას მთელი ავსტრალია ერთად ზეიმობს
2-12-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, გრეჰემ არნოლდის ავსტრალიის ნაკრებმა კასპერ ჰიულმანდის დანია უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა, რის გამოც სამხრეთელები მუნდიალის საფლეიოფო ეტაპზე გავიდნენ.

ცხადია, ავსტრალია მსგავს საფეხბურთო წარმატებას ჩვეული არაა და ლოგიკურია, რომ ავსტრალიელთა საოცარ შედეგებს მათ ქვეყანაში ერის საერთო სიხარული და გაერთიანება მოჰყვა. ავსტრალიელებმა თავიანთი ზეიმით გვიჩვენეს ის, თუ რატომაც გვიყვარს ფეხბურთი და ზოგადად, რამხელა მოვლენაა მსოფლიოს ჩემპიონატზე ეფექტურად თამაში - იხილეთ ვიდეო.

შეგახსენებთ, რომ არნოლდის ავსტრალია მუნდიალის 1/8 ფინალში ლიონელ სკალონის არგენტინის ნაკრებს შეხვდება. ეს მატჩი ხვალ, 3 დეკემბერს, 23:00 საათზე გახლავთ ჩანიშნული, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.