VIDEO: იაპონელებმა წასვლამდე საქომაგო სივრცე დაასუფთავეს » სპორტის ხაზი

VIDEO: იაპონელებმა წასვლამდე საქომაგო სივრცე დაასუფთავეს

VIDEO: იაპონელებმა წასვლამდე საქომაგო სივრცე დაასუფთავეს
2-12-2022, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

იაპონია, როგორც ერი ერთ-ერთი ყველაზე კულტურული და დისციპლინირებული რომ არის, ამას ბევრი საუბარი არც სჭირდება, თუმცა, მუნდიალის განმავლობაში, მაინც გამოიკვეთა ერთი შემთხვევა, სადაც იაპონელებმა თავიანთი კულტურული ქცევა მორიგ ჯერზე წარმოგვიჩინეს, რაც ნამდვილად აღნიშვნის ღირსია.

საქმე ისაა, რომ გუშინდელ დრამატულ და სენსაციურ შეხვედრაში, სადაც იაპონელებმა ესპანელები 2-1 დაამარცხეს და 1/8 ფინალში პირველი ადგილით გავიდნენ, მას შემდეგ აზიელი გულშემატკივრები ტრიბუნებზე დარჩნენ და ტერიტორია დაასუფთავეს, რის ფონზეც, ცხადია, რომ მათი რეპუტაცია მსოფლიოს თვალში კიდევ უფრო ამაღლდა და გაიზარდა - იხილეთ ვიდეო.

ცნობისთვის, ჰაჯიმე მორიასუს იაპონიის ნაკრები პირველ საფლეიოფო სტადიაზე ზლატკო დალიჩის ხორვატიას შეხვდება. ეს მატჩი ორშაბათს, 5 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი