პირველ რიგში ადამიანობა! - რა საჩუქარი გაუკეთა მოსახლეობას ხვიჩა კვარაცხელიამ? » სპორტის ხაზი

პირველ რიგში ადამიანობა! - რა საჩუქარი გაუკეთა მოსახლეობას ხვიჩა კვარაცხელიამ?

პირველ რიგში ადამიანობა! - რა საჩუქარი გაუკეთა მოსახლეობას ხვიჩა კვარაცხელიამ?
2-12-2022, 13:38
Aa Aa
გაზიარება:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა.

"ხვიჩა კვარაცხელიას ფინანსური მხარდაჭერით, 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს.

სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ხვიჩა კვარაცხელიას თანადგომისთვის!."
- ვკითხულობთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პოსტში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობისას ხვიჩა საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ 'ნაპოლის' შეუერთდა და ამხანაგური შეხვედრებისთვის მზადებაც დაიწყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი