'ინტერესი რეალურია' - ინგლისური გრანდი მზად არის ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადოს » სპორტის ხაზი

'ინტერესი რეალურია' - ინგლისური გრანდი მზად არის ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადოს

'ინტერესი რეალურია' - ინგლისური გრანდი მზად არის ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადოს
2-12-2022, 13:12
Aa Aa
გაზიარება:

უცხოურ მედიაში გავრცელებუილი ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელია 100 მილიონ ევროდ შეიძინოს.

'ჩელსი მზად არის ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელაის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. კლუბის 21 წლის შემტევი ძალიან მოსწონს და ფიქრობს, რომ ის გრემ პოტერის ფორმაციაში იდეალურად ჩაჯდება' - აცხადებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჰუგო ბერნაბეუ.

კვარაცხელიას გადაბირებით ინგლისური გრანდის გარდა სხვა კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა ნეაპოლელები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხვიჩა "ნაპოლის" რიგებში დარჩეს და ამისათვის ქართველ ტალანტს ახლო მომავალში ხელფასსაც გაუორმაგებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველის მონაგარი ამ სეზონში პარტენოპეის რიგებში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი