მორიგი იმედგაცრუება გერმანიის გულშემატკივრებისთვის - იაპონიამ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა » სპორტის ხაზი

მორიგი იმედგაცრუება გერმანიის გულშემატკივრებისთვის - იაპონიამ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა

მორიგი იმედგაცრუება გერმანიის გულშემატკივრებისთვის - იაპონიამ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა
2-12-2022, 01:08
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურის ბოლო შეხვედრებში მომენტებით დახუნძლული და სენსაციური 90 წუთი ვიხილეთ, სადაც მოვლენათა ასეთ განვითარებას ალბათ არავინ მოელოდა.

გერმანიის ნაკრები, რომელიც კოსტა-რიკასთან შეხვედრამდე რთულ მდგომარეობაში იყო, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ მეტოქისთვის დამაჯერებლად მოეგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოეპოვებინა. თუმცა, ამასთან ერთად იყო ესპანეთის ფაქტორი, რომელსაც თავისი შეხვედრა თავისმხრივ იაპონიასთან არ უნდა წაეგო.

პირველივე წუთებიდან რა თქმა უნდა ფლიკის ბიჭებმა აქტიურად დაიწყეს და მეტოქის ნახევარზე არაერთი სახიფათო მომენტები შექმნეს. ამან საბოლოოდ შედეგი გამოიღო და მე-10 წუთზე ევროპული ნაკრები სერჟ გნაბრიმ დააწინაურა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დავხურეთ, თუმცა მეორე ნახევარში ვიხილეთ ის, რაც ალბათ ფეხბურთის გულშემატკივარს დიდი ხანია არ უნახავს.

მორიგი იმედგაცრუება გერმანიის გულშემატკივრებისთვის - იაპონიამ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა

იაპონიამ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა

გერმანიასთან ერთად ტაიმი ესპანეთმაც მოიგო, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებიდან 1 წუთში კოსტა-რიკამ ანგარიში გაათანაბრა, პარალელურად კი იაპონიამ 'ფურია როხას' უპირატესობა მალევე აღმოფხვრა. ინტერესი მას შემდეგ უფრო გაღრმავდა, რაც ვარგასმა 70-ე წუთზე გერმანიას გაუტანა და კოსტა-რიკა დააწინაურა. ამ შედეგით კი ხდებოდა სენსაცია და ესპანეთი და გერმანია ჯგუფში რჩებოდნენ, ხოლო კოსტა-რიკა და იაპონია მომდევნო ეტაპის საგზურს იფორმებდნენ.


გერმანიის სრული ფიასკო მსოფლიო ჩემპიონატზე

გაშვებული გოლის შემდეგ გერმანია გააქტიურდა და მალევე ანგარიში 4-2 გახადა, თუმცა იაპონია მთელი 45 წუთის განმავლობაში თავს კარგად იცავს, რამაც გერმანიის იმედები საბოლოოდ ამოწურა. ზედიზედ მეორედ კი გერმანია ჯგუფში ჩარჩა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი