მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობისთვის აშშ-ს ქალთა გუნდიც დაჯილდოვდა » სპორტის ხაზი

მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობისთვის აშშ-ს ქალთა გუნდიც დაჯილდოვდა

მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობისთვის აშშ-ს ქალთა გუნდიც დაჯილდოვდა
2-12-2022, 00:11
Aa Aa
გაზიარება:

აშშ-ის ქალთა ნაკრებმა 6,5 მილიონი დოლარი მიიღო მას შემდეგ, რაც მამაკაცთა გუნდმა კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ისინი მეოთხედფინალშიც გავლენ.

ამერიკელებმა B ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ირანს სძლიეს და ფლეი ოფშიც გავიდნენ. ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა, კრისტიან პულიშიჩმა საკუთარი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

აშშ-ს მოთამაშეებმა ამჟამად 13 მილიონი დოლარი მიიღეს. ცხადია, ეს თანხა კიდევ გაიზრდება, თუ ისინი ჰოლანდიის ბარიერის დაძლევას მოახერხებენ.

მამაკაცთა გუნდის წარმატების გამო ქალთა ფულადი პრიზით წახალისებას მიზეზი აქვს. ორივე მხარემ მოაწერეს კონტრაქტს ხელი, რომლის თანახმადაც ისინი აერთიანებენ მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო თანხებს.

შეთანხმება გაფორმდა იმისთვის, რომ ორივე გუნდს მიეცეს თანაბარი ანაზღაურება შესაბამისი მიღწევებისთვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი