"პავარის თამაშით ნაკრების მოთამაშეები და მწვრთნელები უკმაყოფილონი არიან", - ფრანგული მედია » სპორტის ხაზი

"პავარის თამაშით ნაკრების მოთამაშეები და მწვრთნელები უკმაყოფილონი არიან", - ფრანგული მედია

"პავარის თამაშით ნაკრების მოთამაშეები და მწვრთნელები უკმაყოფილონი არიან", - ფრანგული მედია
1-12-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის მცველის, ბენჟამინ პავარის თამაშით ნაკრებში რამდენიმე მოთამაშე და თავად მწვრთნელიც უკმაყოფილოა.

მათ შორის არის ბარსელონას შემტევი, უსმან დემბელე, გარდა ამისა, ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ, დეშამმა პავარი პირად საუბარში მკაცრად გააკრიტიკა და არც მედიასთან დაიშურა "საქებარი" სიტყვები:

"დეტალებში არ შევალ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პავარს არ ეთამაშა. მასთან რამდენიმე საუბარი გავმართე და ავუხსენი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის", - განაცხადა დეშამმა.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ნაკრების სხვა წევრები, უგო ლორისი და ოლივერ ჟირუ პავარს მხარს უჭერენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი