"ასეთი მოთამაშეები დღევანდელ ფეხბურთს ძალიან სჭირდება", - კლოზემ ფიულკრუგზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ასეთი მოთამაშეები დღევანდელ ფეხბურთს ძალიან სჭირდება", - კლოზემ ფიულკრუგზე ისაუბრა

"ასეთი მოთამაშეები დღევანდელ ფეხბურთს ძალიან სჭირდება", - კლოზემ ფიულკრუგზე ისაუბრა
1-12-2022, 16:59
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირმა (16 გატანილი გოლით) და გერმანიის ნაკრების ლეგენდამ, მიროსლავ კლოზემ ნიკლას ფიულკრუგზე ისაუბრა:

"ის საჯარიმოში ზუსტ პოზიციას არჩევს და სიტუაციის შეფასებისას კარგი ყნოსვა აქვს. თავდამსხმელისთვის იდეალური თვისებები გააჩნია: კარგი ფინიშინგი, ორივე ფეხით შეუძლია თამაში და თავითაც კარგად თამაშობს.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ მისი ინტერვიუ ვნახე და მაშინვე შევამჩნიე, რომ კვლავ კონცენტრირებულია, იცის, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

როცა ვხედავ, თუ როგორ იქცევა და პლუს ამას გუნდისგან რაც მოვისმინე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამაგალით ფეხბურთელია და ასეთი მოთამაშეები დღევანდელ ფეხბურთს ძალიან სჭირდება
", - განაცხადა კლოზემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი