"დელ პიერო "იუვეში" ბრუნდება"- La Gazzeta dello Sport » სპორტის ხაზი

"დელ პიერო "იუვეში" ბრუნდება"- La Gazzeta dello Sport

"დელ პიერო "იუვეში" ბრუნდება"- La Gazzeta dello Sport
1-12-2022, 14:01
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ თანამდებობა დატოვა. ანიელის ადგილი ჯანლუკა ფერერომ დაიკავა. ბუნებრივია, რომ მან ახალი გუნდის მობილიზებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც ცოტა ხნის წინ La Gazzeta dello Sport-მა დაწერა, "ბიანკონერი" დირექტორთა საბჭოში კლუბის ლეგენდის, ალესანდრო დელ პიეროს მოწვევას გეგმავს.

ფერერო გეგმვს, რომ "პინტურიკიო" "ბებერი ქალბატონის" ახალი ვიცე-პრეზიდენტი გახდეს და პაველ ნედვედის ადგილი დაიკავოს, რომელმაც კლუბის მენეჯმენტი ანდრეა ანიელისთან ერთად დატოვა.

დელ პიერო ამჟამად კატარშია და მსოფლიოს ჩემპიონატზე მუშაობს სატელევიზო ექსპერტად. მან რამდენიმე დღის წინ მზაობა გამოთქვა, რომ ტურინულ გრანდში კვლავ იმუშაოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი