ლევან საგინაშვილი: "ასე თუ მოხდება, შესაძლოა ქვეყნიდან წავიდე" » სპორტის ხაზი

ლევან საგინაშვილი: "ასე თუ მოხდება, შესაძლოა ქვეყნიდან წავიდე"

ლევან საგინაშვილი: "ასე თუ მოხდება, შესაძლოა ქვეყნიდან წავიდე"
18-09-2022, 15:06
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ჰალკი, ლევან საგინაშვილი პრაიმტაიმთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას შეწყვეტს, მკლავჭიდს თავს დაანებებს და შესაძლოა ქვეყნიდანაც წავიდეს.

"სტაბიული შემოსავალი არ მაქვს. ლიდერ-ბეთი არის ჩემი სპონსორი, მაგათი დამსახურებით ვარ ამ სპორტში და ეგ შემოსავალი თუ არ მექნება, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო საერთოდ ყურადღებას არ მაქცევს, ჰაერზე ხომ არ ვიქნები?

იმ ადამიანებს, რომლებიც უარყოფით კომენტარებს წერენ, ვურჩევ რომ ჯერ გაერკვიონ და დასკვნები ბოლოს გამოიტანონ. ლიდერ-ბეთი ჩემი შემოსავლის მთავარი წყაროა. სპონსორი, რომ არ მყავდეს სპორტიდან წავიდოდი, აბა როგორ უნდა მევარჯიშა, ან რაიმე როგორ უნდა გამეკეთებინა? თუ სათამაშო ბიზნესმა შეტყვიტა სპორტის დაფინანსება, ალბათ საქართველოდან წავალ, აბა ოჯახი როგორ უნდა ვარჩინო? - განაცხადა 34 წლის სპორტსმენმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი