ნაპოლის ამხანაგური შეხვედრების განრიგი ცნობილია » სპორტის ხაზი

ნაპოლის ამხანაგური შეხვედრების განრიგი ცნობილია

ნაპოლის ამხანაგური შეხვედრების განრიგი ცნობილია
1-12-2022, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

იქამდე, სანამ ყველა მსოფლიოს ჩემპიონატს ვუზივართ, ამასობაში ლუჩანო სპალეტიმ თავისი გუნდი დარაზმა და გეზი თურქეთისკენ, კერძოდ ანტალიისკენ აიღო, სადაც ნაპოლი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ჯერჯერობით, რაც ოფიციალურად ვიცით ისაა, რომ ნეაპოლური გუნდი თურქულ ანტალიასპორტს 7 დეკემბერს დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს, პატრიკ ვიეირას კრისტალ პალასთან ითამაშებს.

ასევე დანამდვილებით ვიცით, რომ ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად იმყოფება. ამდენად, მისი ხილვა ამხანაგურ შეხვედრებში შესაძლებელი იქნება.

საინტერესო ფაქტი: თურქული ანტალიასპორის მთავარი მწვრთნელი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ლივერპულის, მადრიდის რეალისა და დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი მოთამაშე, 34 წლის ნური შაჰინია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი