2026 წლის მუნდიალი | პენალტები ჯგუფურ ეტაპზევე იქნება? » სპორტის ხაზი

2026 წლის მუნდიალი | პენალტები ჯგუფურ ეტაპზევე იქნება?

2026 წლის მუნდიალი | პენალტები ჯგუფურ ეტაპზევე იქნება?
1-12-2022, 11:25
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ერთბაშად სამი ქვეყანა, მექსიკა, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ეს მუნდიალი ისტორიაში გამორჩეული იქნება, რადგან მასში მონაწილეობას 32-ის ნაცვლად, 48 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 16 სხვადასხვა სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან.

ამდენად, მომდევნო მუნდიალზე ერთი სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ - ჯგუფში 3 გუნდი იქნება, შესაბამისად, შეუძლებელი გახდება, რომ ბოლო ტურის მატჩები პარალელურად ჩატარდეს, რაც, ცხადია, ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ გუნდებმა დამაკმაყოფილებელი შედეგისთვის ითამაშონ და სანახაობა თუ დაძაბულობა პირდაპირ მოკლან. ამას რომ თავი დავანებოთ, მსგავსი სისტემა იმ გუნდისთვის იქნება უსამართლო, რომელსაც გადამწყვეტი მატჩის ნაადრევად ჩატარება მოუწევს.

სწორედ ამ ხაზის გაგრძელებით, ფიფაში ნოვატორული მიგნებები შეინიშნება. როგორც The Athletic-მა დაწერა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზევე ფიფა პენალტების სერიის შემოღებას იმ თამაშებისთვის გეგმავს, რომლებიც ფრედ დასრულდება, რათა თავიდანვე გამოირიცხოს წინასწარი შეთანხმებები და ქულების თანაბრად გაყოფის შემთხვევები. ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ პენალტების სერიაში მოგებული დამატებით 1 ქულას ბონუსად მიიღებს.

ამდენად, არსებობს შანსი, რომ მომდევნო მუნდიალზე ფრე საერთოდ ვეღარ ვიხილოთ და ყოველი საყაიმო ანგარიშის შემდეგ, პენალტების სერია დაინიშნოს, რომელიც ქულის მომტანი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი