ტრეზეგე: "თუ "იუვე" მომიხმობს, კვლავ დავბრუნდები" » სპორტის ხაზი

ტრეზეგე: "თუ "იუვე" მომიხმობს, კვლავ დავბრუნდები"

ტრეზეგე: "თუ "იუვე" მომიხმობს, კვლავ დავბრუნდები"
30-11-2022, 16:28
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ ანდრეა ანიელის ჩათვლით თანამდებობა დატოვა. როგორც ირკვევა, არსებობს გარკვეული ფინანსური დარღვევები ფეხბურთელთა ხელფასებთან დაკავშირებით, ასევე ტრანსფერების საკითხშიც.

როგორც La Gazzeta dello Sport-თან საუბრისას დავიდ ტრეზეგემ განაცხადა, იგი მზადაა, რომ "იუვეში" დაბრუნდეს: "ანიელიმ იუვესთვის ბევრი რამ გააკეთა- შესანიშნავი სტადიონი, სამედიცინო ცენტრი, სავარჯიშო ბაზა მისი დამსახურებაა. მე პირადად ამ გუნდში ათი წელი გავატარე და თუ დამიძახებენ, მზად ვარ, რომ დავბრუნდე. სპორტული დირექტორის სპეციალური კურსები ესპანეთში გავიარე და ფეხბურთი სხვა მხრიდანაც გავიცანი."

ფრანგი შემტევი ტურინული კლუბის მაისურს 2000-დან 2010 წლამდე ატარებდა. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 320 მატჩი ჩაატარა, 171 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი