მანჩესტერს მუნდიალის ერთ-ერთი ბომბარდირის შეძენა სურს | დეტალები » სპორტის ხაზი

მანჩესტერს მუნდიალის ერთ-ერთი ბომბარდირის შეძენა სურს | დეტალები

მანჩესტერს მუნდიალის ერთ-ერთი ბომბარდირის შეძენა სურს | დეტალები
30-11-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ნიდერლანდების გამორჩეულ ფეხბურთელსა და მუდნიალის ერთ-ერთ თანაბომბარდირს, კოდი გაკპოს დაადგა, რომელიც ამჟამინდელი მონაცემებით 45 მილიონი ფუნტი ღირს. ინგლისური კლუბის სამიზნე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და სამშობლოში, კერძოდ პსვ-ს შემადგენლობაში თამაშობს, სადაც მას 14 თამაშში 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

გარდა ქვეყნის შიდა ჩემპიონატში წარმატებისა, კოდი გაკპო მუნდიალზეც ბრწყინვალედ გამოიყურება. ნიდერლანდელ ფეხბურთელს თავისი ნაკრების 5 გოლიდან 3 თავად აქვს გატანილი, რის გამოც ტურნირის ბომბარდირთა დავას ენერ ვალენსიას, კილიან მბაპესა და მარკუს რაშფორდთან ერთად ლიდერობს.

რაც შეეხება მისი და მანჩესტერის ურთიერთობას, როგორც ფაბრიციო რომანოს The United Stand-თან ჩაწერილი ინტერვიუდან ვიგებთ, ერიკ ტენ ჰაგი და ხელმძღვანელობა მზადაა, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა სრულფასოვნად გადაიხადონ და გაკპო ოფიციალურად გაიფორმონ.

ცნობისთვის, კოდი გაკპოს ნიდერლანდების ნაკრები 1/8 ფინალში კვალიფიცირდა, სადაც ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებს შაბათს, 3 დეკემბერს 19:00 საათზე დაუპირისპირდებიან. ცხადია, რომ მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები ამ თამაშისთვის სრულიად მობილიზებულები იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი