ბუსკეცი: "MLS-ში თამაში ყოველთვის მინდოდა" » სპორტის ხაზი

ბუსკეცი: "MLS-ში თამაში ყოველთვის მინდოდა"

ბუსკეცი: "MLS-ში თამაში ყოველთვის მინდოდა"
30-11-2022, 15:58
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეცმა კატარში Cadena Ser-თან საკუთარ მომავალზე ისაუბრა და გაამხილა, რომ ამერიკის ჩემპიონატში თამაში მუდამ სურდა. 34 წლის ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება.

"ვიცი, რომ ეს ჩემი ბოლო წელია ამ კლუბში, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ აქამდე არავისთან არანაირი შეთანხმება არ დამიდია. MLS-ში თამაში ყოველთვის მხიბლავდა, განსაკუთრებით მაიამიში მინდა. ჯერ-ჯერობით არც ერთ კლუბთან არ მიმიღწევია შეთანხმებას. როცა ეს მოხდება, პირველ რიგში "ბარსელონას" შევატყობინებ"- განაცხადა ესპანელმა.

სერხიო კატალონიელთა ღირსებას 2008 წლიდან იცავდა და ამ დროის მანძილზე "ბარსელონას" მაისურით 463 შეხვედრა გამართა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი