"მესის შენარჩუნება მხოლოდ "პსჟ-ს" შეუძლია"- რა პროგნოზები აქვს ლა ლიგის პრეზიდენტს » სპორტის ხაზი

"მესის შენარჩუნება მხოლოდ "პსჟ-ს" შეუძლია"- რა პროგნოზები აქვს ლა ლიგის პრეზიდენტს

"მესის შენარჩუნება მხოლოდ "პსჟ-ს" შეუძლია"- რა პროგნოზები აქვს ლა ლიგის პრეზიდენტს
30-11-2022, 15:31
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ეჭვქვეშ აყენებს ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებას და ამტკიცებს, რომ მხოლოდ "პსჟ-ს" შეუძლია მისი ხელფასის გადახდა. ის ანაზღაურება, რომელსაც არგენტინელი ამჟამად საფრანგეთის დედაქალაქში იღებს, არანაირად არ ჯდება ლა ლიგის ფინანსურ რეგულაციებში.

ესპანურ ჟურნალ Ejecutivos-ისთვის გამართულ ცერემონიაზე ტებასმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხში რამდენიმე ძირითადი მომენტი ფიგურირებს: პირველი ესაა, რამდენად სურს ლეოს "პსჟ-ს" დატოვება, დაუშვებს თუ არა ფრანგული კლუბი ამ ფაქტს და შეძლებს, თუ არა "ბარსელონა" მესის სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

როგორც მოგეხსენებათ მესის კატალონიური კარიერა 2021 წელს დასრულდა. მაშინ "ბარსელონა" მძიმე ფინანსურ კრიზისში იყო. რაც შეეხება არგენტინელის პარიზულ კარიერას, ლეოს ანგარიშზე 23 გოლი და 28 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი