ისტორიული მოვლენა მსოფლიოს ჩემპიონატზე | დეტალები » სპორტის ხაზი

ისტორიული მოვლენა მსოფლიოს ჩემპიონატზე | დეტალები

ისტორიული მოვლენა მსოფლიოს ჩემპიონატზე | დეტალები
30-11-2022, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 23:00 საათზე გერმანიის ნაკრებისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი შეხვედრა კოსტა რიკის წინააღმდეგ გაიმართება, სადაც თუ ჰანსი ფლიკის გუნდი თავს 3 ქულას ვერ მოუყრის, მაშინ ისინი ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩებიან.

აღსანიშნავია, რომ გერმანიისა და კოსტა რიკის შეხვედრა მუნდიალის ისტორიაში დაწყებიდან პირველივე წამებზე შევა, რადგან მისი მთავარი არბიტრი, სტეფანი ფრაპარი იქნება - პირველი ქალი მსაჯი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

სხვათაშორის, სტეფანი ფრაფარი ქალთა შორის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი არბიტრია. მაგალითისთვის, ის ისეთ ტურნირებს მსაჯობს, როგორიცაა საფრანგეთის ლიგა 1, ჩემპიონთა ლიგა, ერთა ლიგა, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი, ევროპა ლიგა და ასე შემდეგ.

ცნობისთვის, ფრანგი არბიტრის თანაშემშეები ასევე ქალები, ბრაზილიელი ნეუზა ბეკი და მექსიკელი კარენ დიასი იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი