ინგლისმა ბრიტანული დაპირისპირება მოიგო - ამერიკა და სამი ლომი მომდევნო ეტაპზე არიან » სპორტის ხაზი

ინგლისმა ბრიტანული დაპირისპირება მოიგო - ამერიკა და სამი ლომი მომდევნო ეტაპზე არიან

ინგლისმა ბრიტანული დაპირისპირება მოიგო - ამერიკა და სამი ლომი მომდევნო ეტაპზე არიან
30-11-2022, 01:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა B ჯგუფის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები, რითაც საბოლოოდ გავარკვიეთ კიდევ ორი ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ითამაშებს.

პირველი ინგლისის ეროვნული ნაკრებია, რომელმაც ბრიტანულ დაპირისპირებაში უელსს 3:0 მოუგო და ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა. პირველ ნახევარში ინგლისი აქტიურად უტევდა უელსს, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდა. მეორე ნახევარში განსხვავებული 'სამი ლომი' ვიხილეთ, რომელმაც მეტოქეზე ზეწოლა უფრო გაზარდა და უელსის საჯარიმოში არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნა.

ამ შეხვედრაში ულამაზესი ჯარიმიდან ანგარიში მარკუს რაშფორდმა გახსნა. გატანილი გოლის შემდეგ 'სამი ლომი' უფრო გააქტიურდა, რასაც მალევე მეორე გოლი მოჰყვა ფილ ფოდენის შესრულებით. მატჩის საბოლოო ანგარიში კი მარკუს რეშფორდმა დააფიქსირა, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კილიამ მბაპესა და ენერ ვალენსიას გაუთანაბრდა. ინგლისი 1/8 ფინალში სენეგალს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ეკვადორი დაამარცხა.

ინგლისმა ბრიტანული დაპირისპირება მოიგო - ამერიკა და სამი ლომი მომდევნო ეტაპზე არიან

მარკუს რეშფორდმა ორი გოლი გაუტანა უელსის ნაკრებს

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა ირანსა და ამერიკის ნაკრებს შორის გაიმართა, სადაც გამარჯვებული აშშ დარჩა, რომელიც მეორე ადგილით ჯგუფიდან გავიდა. 30 წუთის განმავლობაში ბევრი მომენტი არ გვინახავს, თუმცა დესტის საგოლე გადაცემით კრისტიან პულისიჩმა უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და აშშ დაძაბულ შეხვედრაში დააწინაურა. ამ გოლის შემდეგ ბევრი მოელოდა ირანის გააქტიურებას, თუმცა მოწინააღმდეგემ ამის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ შეხვედრა 1:0 დასრულდა და ამერიკა მომდევნო ეტაპზე გავიდა. გელჰარტერის ბიჭების მეტოქე 1/8 ფინალურ სტადიაზე ნიდერლანდების ნაკრები იქნება.


პულისიჩმა ნაკრებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოაგებინა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი