უეფას 2022/2023 ერთა ლიგის ოთხთა ფინალის მასპინძელი ცნობილია » სპორტის ხაზი

უეფას 2022/2023 ერთა ლიგის ოთხთა ფინალის მასპინძელი ცნობილია

უეფას 2022/2023 ერთა ლიგის ოთხთა ფინალის მასპინძელი ცნობილია
29-11-2022, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

უეფას 2022/23 წლების ერთა ლიგის ოთხთა ფინალის მასპინძელი ქვეყანა ნიდერლანდები იქნება, რის შესახებაც ინფორმაციას თავად უეფას ოფიციალური საიტი ავრცელებს. შესაბამისად, ნიდერლანდებში ადგილობრივი ნაკრების გარდა, ხორვატია, იტალია და ესპანეთიც ჩავლენ.

"უეფას აღმასრულებელი კომიტეტი წერს, რომ ნიდერლანდები იქნება ქვეყანა, რომელიც უეფას ერთა ლიგის ფინალის უმასპინძლებს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ ფინალური მატჩების ჩასატარებლად ორი ქალაქი, როტერდამი და ენსხედე შეარჩია. ნახევარფინალები 2023 წლის 14 და 15 ივნისს ჩატარდება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 18 ივლისს დაიგეგმა."

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის პირველი ოთხთა ფინალი პორტუგალიაში ჩატარდა და მასპინძლების გამარჯვებითვე დასრულდა. რაც შეეხება მის მომდევნო ოთხთა ფინალს, ის იტალიაში გაიმართა და საფრანგეთის ტრიუმფით დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი