ანიელი და ნედვედი გადადგნენ | იუვენტუსში ახალი ერა იწყება » სპორტის ხაზი

ანიელი და ნედვედი გადადგნენ | იუვენტუსში ახალი ერა იწყება

ანიელი და ნედვედი გადადგნენ | იუვენტუსში ახალი ერა იწყება
29-11-2022, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, დღის მიწურულს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბის, კერძოდ იუვენტუსის ხელმძღვანელობა ანდრეა ანიელის, პაველ ნედვედისა და მაურიციო არივაბენეს სახით ოფიციალურად გადადგა.

საგულისხმოა, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ გადაწყვიტა "ბებერი ქალბატონის" მესვეურთა საბჭომ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება და კლუბის დატოვა. ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ ბოლო პერიოდში, იუვენტუსის ხელმძღვანელობას გადადგომისკენ არაერთი გულშემატკივარი მოუწოდებდა.

ცალკე საკითხია ის, რომ მადრიდის რეალის, ბარსელონასა და იუვენტუსის პრეზიდენტები, შესაბამისად, პერესი, ლაპორტა და ანიელი აპირებდნენ, რომ რამდენიმე წლის წინ აგორებული თემა, კერძოდ სუპერ ლიგა მომავლაში კვლავ აქტიური გაეხადათ, თუმცა რამდენად რეალური იქნება ეს ყველაფერი ანდრეას გადადგომის შემდეგ, ეს კიდევ ცალკე საკითხია..

შეგახსენებთ, რომ "ბებერ ქალბატონს" ანიელების ოჯახი და კომპანია EXOR ფლობს, რომელიც ანდრეა ანიელის ბიძაშვილის, ჯონ ელკანის მფლობელობაშია. ის, თუ ვინ გახდება იუვენტუსის ახალი მფლობელი, ჯერჯერობით არავინ იცის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი