"მალე კიდევ ერთ საინტერესო ქართველ ფეხბურთელს წარგიდგენთ" | კრისტიან ძაკარდო » სპორტის ხაზი

"მალე კიდევ ერთ საინტერესო ქართველ ფეხბურთელს წარგიდგენთ" | კრისტიან ძაკარდო

"მალე კიდევ ერთ საინტერესო ქართველ ფეხბურთელს წარგიდგენთ" | კრისტიან ძაკარდო
29-11-2022, 12:55
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან ძაკარდომ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერს ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო ამბობს, რომ საქართველოდან კიდევ ერთი ტალანტი აღმოაჩინა:

"ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, შესაძლოა, მალე იტალიას ახალი ქართველი ტალანტი წარვუგდინო. ჯერჯერობით მის სახელს ვერ გეტყვით, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ის 2003 წელს დაბადებული ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელია." - კრისტიან ძაკარდო.

რაც შეეხება თავად კვარაცხელიას, გეტყვით იმას, რომ ქართველი ვინგერი თავს უკვე კარგად გრძნობს, ამიტომ ის გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე წავა და სამ ამხანაგურ შეხვედრას კარაგუმრუკის, კრისტალ პალასისა და ფულემის წინააღმდეგ ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი