ბრუნო ფერნანდეშის დუბლი - პორტუგლია მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალშია » სპორტის ხაზი

ბრუნო ფერნანდეშის დუბლი - პორტუგლია მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალშია

ბრუნო ფერნანდეშის დუბლი - პორტუგლია მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალშია
29-11-2022, 01:11
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც პორტუგალიის ნაკრებმა ურუგვაი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ტურნირის 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

შეიძლება ვთქვათ, რომ შეხვედრას პორტუგლიის ეროვნული ნაკრები აკონტროლებდა, იყო სახიფათო შეტევები ურუგვაის მხრიდან, თუმცა დიეგო ალონსოს ბიჭებმა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს და ამ წაგებით ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ.

პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, თუმცა მეორე ნახევარში გუნდებმა უფრო მოუმატეს. 55-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა საჯარიმოში ჩააწოდა და კრიშტიანუს დამაბნეველი მოძრაობის გამო მეკარემ რეაგირება ვერ მოახერხა. თავიდან გოლი 37 წლის ფეხბურთელს მიეწერა, თუმცა შემდეგ ოფიციალურად გოლის ავტორად 'მანჩესტერელი' ნახევარმცველი დაასახელეს.

ბრუნო ფერნანდეშის დუბლი - პორტუგლია მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალშია

გატანილი გოლი ბრუნო ფერნანდეშს ჩაეთვალა

გატანილი გოლის შემდეგ პორტუგალიას თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა. 90 წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა ხიმენეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, თუმცა 'ატლეტიკოს' ცენტრალურმა-მცველმა ეს ბურთი ხელით ჩაჭრა, რასაც სერხიო როჩეტის კართან თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. პენალტი ზუსტია და ფერნანდეშმა მეორე გოლიც გაიტანა. ბრუნოს მონაგარი მსოფლიოზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გახდა.

მომდევნო შეხვედრას პორტუგლია სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი