"ჩვენს დაცვას კომპლიმენტები ეკუთვნის, რადგან...", - ნოიერის კომენტარი ესპანეთთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ჩვენს დაცვას კომპლიმენტები ეკუთვნის, რადგან...", - ნოიერის კომენტარი ესპანეთთან მატჩის შემდეგ

"ჩვენს დაცვას კომპლიმენტები ეკუთვნის, რადგან...", - ნოიერის კომენტარი ესპანეთთან მატჩის შემდეგ
28-11-2022, 13:07
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში, გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში გოლები შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა, ალვარო მოროტამ და ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მანუელ ნოიერმაც გააკეთა და დაცვა შეაქო:

"რთული თამაში იყო. დიდი კომპლიმენტები ჩვენს დაცვას, რადგან დღევანდელ მტაცში ჩვენს წინააღმდეგ გოლის გატანა რთული იყო. 0-1-ის შემდეგაც გვჯეროდა საკუთარი თავების, რაც მთავარია ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ!", - განაცხადა ნოიერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი