VIDEO: განას მწვრთნელმა ატირებულ სონთან ფოტო გადაიღო » სპორტის ხაზი

VIDEO: განას მწვრთნელმა ატირებულ სონთან ფოტო გადაიღო

VIDEO: განას მწვრთნელმა ატირებულ სონთან ფოტო გადაიღო
28-11-2022, 20:35
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა სამხრეთ კორეასა და განას ნაკრებებს შორის გაიმართა, რომელიც აფრიკელებმა უხვგოლიან თამაშში 2:3 მოიგეს და შანსი დაიტოვეს, რომ მომდევნო ტურში ფლეიოფში კვალიფიცირდნენ.

თამაშის დასრულების შემდეგ, ინტერნეტში საკმაოდ უცნაური კადრები გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია, რომ ერთ-ერთი ადამიანი განას სამწვრთნელო სტაფიდან აცრემლებულ სონთან მივიდა და მასთან ფოტო გადაიღო. ცხადია, სამხრეთ კორეელს იმ მომენტში ტირილის მეტი არაფერი ახსოვდა, თუმცა, როგორც ჩანს, განელ პერსონალს ეს სულ არ აინტერესებდა.

ცნობისთვის, განა ტურის ბოლო შეხვედრას ურუგვაის წინააღმდეგ, ხოლო სამხრეთ კორეა პორტუგალიასთან 2 ნოემბერს ითამაშებს. გეტყვით იმასაც, რომ ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი