'ამ ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებ' - ტიტემ შვეიცარიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა » სპორტის ხაზი

'ამ ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებ' - ტიტემ შვეიცარიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა

'ამ ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებ' - ტიტემ შვეიცარიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
28-11-2022, 16:28
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიის ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ტიტემ და ნაკრების ცენტრალურმა-მცველმა მარკინიოსმა შვეიცარიასთან გასამართ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ძირითადი სასაუბრო თემა ნეიმარის დანაკლისი და მისი ტრამვა იყო.

ტიტე: "თავიდან ვერ გავაანალიზე, რომ ნეი ტრავმირებული იყო და მისი შეცვლა დავაგვიანე. დაზიანებული ფეხით საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. ეს ჩემი შეცდომა გახლავთ. მტკიცედ მწამს, რომ ნეიმარი და დანილო ამ მუნდიალზე თამაშს შეძლებენ, თუმცა ექიმების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. სამედიცინო რეპორტებმა იმედები მომცა. ბრაზილიის ნაკრები გუნდის ტალანტებზეა დამოკიდებული და ეჭვგარეშეა, ნეიმარი ერთ-ერთი მათგანი გახლავთ. მას მატჩის ბედის შეცვლა 2-3 მოქმედებით შეუძლია."

მარკინიოსი: "ნეიმარი ძალიან მოწყენილი იყო, ის ხომ მუნდიალზე თამაშზე ოცნებობდა. ყველა გამოკვლევის შემდეგ ძალიან ბევრს ვარჯიშობს, რადგან რაც შეიძლება მალე სურს დაბრუნება."

ნეიმარმა დაზანიება ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მიიღო, სადაც ბრაზილია სერბეთს დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. დღეს კი ტიტეს ბიჭები მატჩს შვეიცარიის წინააღმდე გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.